გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა“ საერთაშორისი სასკოლო პროექტის - SPARE პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოსდაცვითი საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიება მთავრობათაშორისი კონფერენციის „თბილისი+35: გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში ეწყობა.
პროექტი SPARE ნორვეგიის „ბუნების დაცვის საზოგადოების/დედამიწის მეგობრები ნორვეგიის“ მიერ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.
მისი მიზანი სკოლებში და საზოგადოებაში ენერგოეფექტურობისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარების პრინციპების დანერგვააა.
პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.

















