logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თენგიზ ცერცვაძე: პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს
თენგიზ ცერცვაძე: პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს
16:33 14.03.2020
პრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება - აქამდე თუ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს, გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა - ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი 8-ე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება, დღეს თუ იქ კარანტინში იმყოფებიან პაციენტები, ისინი გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება ავადმყოფების მიმღები, ასევე გორის ჰოსპიტალი, სადაც 140 საწოლია და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლია, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ამ კლინიკის რესურსი, 420 საწოლით უკვე მობილიზებულია და ხვალისთვის ეს კლინიკები იქნება დაცლილი.

„ეს პასუხი იმ ეჭვიან ხალხს, ვინც ამბობს, რომ გამოყოფილი რესურსი საკმარისი არ არის. დღეს არის 30 ავადმყოფი. თვენახევარია, რაც საქართველომ დაიწყო პაციენტების მიღება. ეჭვი მეპარება, რომ ორ დღეში ეს 420 საწოლი გაივსოს. ეს დაუჯერებელია ყველაზე ცუდი სცენარითაც კი. სულ ცოტა, სამი კვირა ეს 420 საწოლი იქნება საკმარისი. შესაძლოა, ისე დასრულდეს ეპიდემია, რომ ეს რაოდენობა საჭირო არ გახდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, არსებობს ასევე დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიღწეულია შეთანხმება კერძო სექტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით 4 კლინიკა, ჯამში 3600 საწოლით გამოთავისუფლდება.

„ამის შემდეგ არის გეგმა B - პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. წინასწარი შეთანხმება არსებობს, რომ დიდი საავადმყოფოების ქსელში, როგორებიც არის - „ევექსი“, „ავერსი“, „პსპ-ს“ ქსელი, „ნიუ ჰოსპიტალი“ და სხვები, ღუდუშაურის საავადმყოფო, მათთან მიღწეულია პირველადი შეთანხმება, რომ ისინი გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3600 ადგილს და მოთხოვნიდან ორ დღეში ეს 3600 ადგილი იქნება დაცლილი.

სულ საქართველოს ექნება 3600 და დღეს მოქმედი 420 საწოლი. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ჩავთვალოთ გადაწყვეტილად. თავისუფლდება საუკეთესო კლინიკები, საუკეთესო აღჭურვილობით. არსებობს ასევე გეგმა C, როდესაც უკვე ის კერძო სექტორი, კიდევ დამატებით 3600 საწოლს გამოათავისუფლებს. ეს წინასწარი შეთანხმება არსებობს და ყველა გაგებით მოეკიდა ამას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა