ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ სამუელ წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში წირვა-ლოცვა ჩატარდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საზეიმო წირვას 09:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სამუელ წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე 11 საუკუნით ადრე ცხოვრობდა. ცხოვრობდა იმ დროს, როცა ისრაელს მეფე საული და მეფე დავითი მოევლინა.
სამუელ წინასწარმეტყველმა მეფედ აკურთხა ისრაელის მეფე - დავით მეფსალმუნე. მეფე საულიც მისი ხელიდან იკურთხა.

















