"საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების" ქალთა კომიტეტი ხვალ ქალთა კვირეულს გახსნის.
კვირეული ახალგაზრდა პროფკავშირელი ქალების შეხვედრით დაიწყება.
როგორც "ნიუსპრესს" პროფკავშირებიდან აცნობეს, შეხვედრაზე ქვეყანაში მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ და ხელისუფლებისდმი სპეციალურ საპროტესტო მიმართვას შეიმუშავებენ.
"გაერთიანებული პროფკავშირების" ცნობით, მიმართვაში "დედობის შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183- ე კონვენციის რატიფიცირებას მოითხოვენ.

















