logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს
17:47 12.03.2020
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საჯარო რეესტრი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავონ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტისგან.

იუსტიციის სახლში არსებული 450-მდე სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს ჩვეულებრივ შეუძლიათ, თუმცა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სისტემის თანამშრომლებისა და სერვისის მისაღებად მისული პირების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მოგიწოდებთ, რომ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, თავი აარიდოთ იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში ვიზიტს.

ასევე, იუსტიციის მინისტრის მითითებით, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციონერები თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან. 14 აპრილის ჩათვლით არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბიუროში გამოუცხადებლობა პრობაციონერებს ჩაეთვლებათ საპატიოდ.

• ეწვიეთ იუსტიციის სახლს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს!
• ნუ ეწვევით იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებს თანმხლებ პირებთან და ბავშვებთან ერთად!
• ისარგებლეთ დისტანციური სერვისებით (http://sda.gov.ge/?page_id=4118 )!

დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება დისტანციური სერვისების ჩამონათვალის და სხვა საკითხების შესახებ შეუძლიათ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე: 2405 405, ან იუსტიციის სახლის ონლაინ ჩატში შემდეგ მისამართზე: http://chat.cloud.gov.ge/“-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აქვე მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა