ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ სამუშაოებს შპს "იერი" ასრულებს.
პროექტის ღირებულება 1 991000 ლარია და მოიცავს აღმაშენებლის ქუჩის, აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაციას და საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობას.

















