logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრები ჩატარდა
ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ფერმერებთან შეხვედრები ჩატარდა
14:31 12.03.2020
ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და საწარმოების საქმიანობას გაეცნო.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგიამ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „რაჭის ნატურალური პროდუქტი“ თაფლის გადამმუშავებელი საწარმო, შპს „ბლაუენშტაინის“ ფერმა და შპს „ჯეოფლაუერის“ ხილისა და ჩირის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.
„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია. სააგენტო აქტიურად მუშაობს ფერმერთათვის საჭირო ცოდნისა და ინფორმაციის მიწოდებაზე. სწორედ ამ მიზნით შევხვდით ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ ფერმერებს და აგრობიზნესში ჩართულ პირებს, გავუზიარეთ ინფორმაცია სააგენტოს მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ, გავეცანით სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებში სამუშაო პროცესს. ინფორმაცია მივიღეთ ამ საწარმოების შემდგომი განვითარების პერსპექტივების და არსებული საჭიროებების შესახებ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ფერმერთა და აგრობიზნესში ჩართული პირების მიმდინარე პროგრამებისა და დარგობრივი საკითხების შესახებ ინფორმირების გაზრდის მიზნით, 2020 წელს, შეხვედრები 300-ზე მეტ სოფელში ჩატარდება.

დაგეგმილია პროფესიული ტრენინგების ჩატარებაც, რაც ასევე მოიცავს სადემონსტრაციო სწავლებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოქმედ საწარმოებში.

რეგიონში გამართულ შეხვედრებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა