ორი ადვოკატი, რომლებიც თბილისში თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, ზუგდიდის რაიონულ
სასამართლოში სასამართლო პროცესებზე მივიდნენ.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ერთი ადვოკატი პროცესს დაესწრო, მეორემ კი პროცესის გადადების გამო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.~
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ სასამართლოში სამუშაო პროცესი შეწყდა, მოსამართლეებმა შენობა პატიმრების გასასვლელიდან დატოვეს, ხოლო აღნიშნული ორი ადვოკატის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
აღნიშნულ ადვოკატებს შეხება ჰქონდათ კორნავირუსით დაინფიცირებულ პირთან, რის გამოც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ორივე, თბილისიდან ზუგდიდში სასამართლო პროცესების გამო ჩავიდნენ.

















