logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან
თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში ისწავლიან
11:09 11.03.2020
განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. შესაბამისად, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა საქართველოს მასშტაბით მუდმივ რეჟიმში გრძელდება.

„ახალი სკოლის მოდელის“, ფარგლებში ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია მიმდინარეობს თბილისის N118 საჯარო სკოლაში. შენობა ორი ნაწილისგან შედგება და ერთმანეთს გადასასვლელი ხიდით უკავშირდება. ამჟამადშენობის ერთ ნაწილის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. მოსწავლეებისთვის უკვე კეთილმოწყობილია როგორც საკლასო ოთახები, ასევე დერეფანი, საპირფარეშო, სპორტული დარბაზი და ა.შ. დღეის მდგომარეობით, რეაბილიტაცია სკოლის შენობის მეორე ნაწილში მიმდინარეობს, რომელიც აპრილის ბოლოს დასრულდება და ბავშვებს თანამედროვე სასწავლო გარემო ექნებათ.

სკოლის რეაბილიტაციას სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სარემონტო სამუშაოები სკოლის ოთხივე სართულზე ტარდება და მოიცავს მთლიანად სკოლის რეაბილიტაციას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, სკოლაში იცვლება ელექტროობა, მონტაჟდება ახალი ცენტრალური გათბობა, რემონტდება სკოლის შენობის ფასადი და სპორტული დარბაზი. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია არა მხოლოდ სკოლების, არამედ სხვადასხვა საგანამანათლებლო დაწესებულებების თანამედროვე ინფრასტურქტურით მოწყობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა