ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ახალი კორონავირუსის
საწინააღმდეგოდ, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 13 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, 127 ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება, ხოლო 58 ადამიანი სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა.

















