საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 9 მარტის
10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტის 18 საათზე დასრულდება.
მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge .
რეგისტრაციის გავლამდე ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომელშიც იქნება დეტალური ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის შესახებ, ასევე სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი.
განსხვავებით 2017-2019 წლებისგან 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

















