logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი სამსახურები გვაძლევენ
არჩილ თალაკვაძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი სამსახურები გვაძლევენ
12:50 06.03.2020
„ვფიქრობ, პანიკის საფუძველი არ არის - რეალურად, პანიკა ხელს უშლის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას, ამიტომ, ამის ნაცვლად, საჭიროა, თითოეულმა მოქალაქემ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ჩვენმა სამსახურებმა მოგვცეს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ მომენტისთვის, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული ეფექტური და სწრაფი ზომების თვალსაზრისით. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, საბაჟოს თანამშრომლებს და სხვა პირებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ღონისძიებებში, მადლობა გადაუხადა.

მისივე შეფასებით, პანიკის საფუძველი არ არის და ამის ნაცვლად, მთავარია, მოქალაქეებმა აუცილებელი პირობები დაიცვან.

„აუცილებელი პირობების დაცვა, რომელიც უკავშირდება ყოველდღიურ წესებს - იქნება ეს დეზინფექცია, თვითიზოლაცია თუ კონტაქტების შეზღუდვა და გავრცელების წინააღმდეგ გაცემული რეკომენდაციები, რომელსაც ამირან გამყრელიძე და მისი კოლეგები ყოველდღიურ რეჟიმში აცნობენ საზოგადოებას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებს და განსაკუთრებით, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. რისკ-ჯგუფები არის იდენტიფიცირებული და ვფიქრობ, ამ ყველა პირობის და რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოც შეძლებს, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები რაც შეიძლება, ნაკლები ზიანით და ნაკლები დანაკარგებით გადალახოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა