წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს ავარიის გამო წყალი არ მიეწოდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს დილით წერეთლის გამზირზე 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენი ავარიულად დაზიანდა.
დაზიანებამ წერეთლის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების წყალმომარაგების შეწვეტა გამოიწვია.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაზიანების საძიებო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყალმომარაგება დღის ბოლოსთვის აღუდგება.

















