logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა
14:57 05.03.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით 35-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა.

გიორგი ხანიშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგი განვითარების რთულ გზას გადის და პროცესში პარტნიორი, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. დღეს, როდესაც მსოფლიო, მათ შორის საქართველო აქტიურად ებრძვის კორონავირუსს, არ შეიძლება არ აღინიშნოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და საქმიანობის მაღალი სტანდარტი. აქვე აღვნიშნავ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ამერიკის მთავრობის მიერ გადმოცემული სპეციალური ტექნიკით საზღვარზე შემოსული თითოეული ტვირთი შესაბამისი ხსნარით დამუშავდება. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში ჩართულობით, ჩვენ გავაკონტროლებთ სასაზღვრო პერიმეტრს და ხელს შევუწყობთ საქონელბრუნვის მაჩვენებლის შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის მდგრადობისთვის“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ვეტერინარული ღონისძიებების, მათ შორის დიაგნოსტიკური ზედამხედველობის, ცხოველთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის, თავშესაფრების და თევზის გადამმუშავებლების კონტროლის ზრდის მნიშვნელობის საკითხები.

შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ევროკავშირის (EU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა