გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ცხვარიჭამიაში მდებარე
დათვების თავშესაფარს სხვადასხვა სახის დაზიანებულ საკვებ პროდუქტებს ჰიპრემარკეტი „კარფური“ ყოველდღიურად მიაწვდის. აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დათვების თავშესაფრის დამფუძნებელმა, სოსო ჯიქურიშვილმა და ჰიპერმარკეტის „კარფური“ გენერალურმამენეჯერმა, ქრისტოფ ორსემთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ბრაკონიერების, ასევე მოსახელობის ტყვეობიდანდახსნილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მურა დათვების დაცვას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
„მისასალმებელია, რომ ჰიპერმარკეტი „კარფური“ გამოეხმაურა ჩვენი სამინისტროს ინიციატივას, რომლის ფარგლებშიცდათვების თავშესაფარს ნარჩენ პროდუქტს სიმბოლურ ფასად მიაწვდის. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავშესაფრის შექმნის ინიციატორს, სოსო ჯიქურაშვილს. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს იმ მანკიერი პრაქტიკის დასრულებას, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაშიხორციელდებოდა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
როგორც ქრისტოფ ორსემ აღნიშნა, ჰიპერმარკეტი „კარფური“ მზადყოფნას გამოთქვამსცხოველთა უფლებების დაცვის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წამოწყებულ ინიციატივას შეუერთდეს და ერთობლივი აქტივობებით, ხელი შეუწყოს თავშესაფარში მყოფი ტყვეობიდან დახსნილი დათვების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

















