თავდაცვის მინისტრის ინიციატივით აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების
დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს. სამხედროები მთელი საქართველოს მასშტაბით დილიდან სამშობლოსათვის დაღუპული მეგობრების ოჯახებს სტუმრობდნენ.
მათ დაღუპული სამხედროების დედებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაგზავნილი თაიგულები და მადლობის წერილები გადასცეს.

















