გეგმური სამუშაოების გამო, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით
მოემსახურება. საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყებს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი.

















