logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა
პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა
11:27 03.03.2020
პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრები რეგიონებში გრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნების მინისტრი ტიტე აროშიძე ბათუმსა და ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის მაღალი სტანდარტი და ნარჩენების მართვის სტრატეგია აქვს. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მაქსიმალური შემცირება და სავაჭრო ქსელებიდან ამოღება. სწორედ ამ მიზნით ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონების მასშტაბით. ჩვენი მიზანია საკითხს კომპლექსურად მივუდგეთ და მუშაობა გავააქტიუროთ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით, რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევებზე კონტროლს პარკების რეალიზაციისას ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, იმპორტისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, ხოლო წარმოებისას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს პლასტიკის პარკების მაქსიმალური შემცირება და მათი ბიოდეგრადირებადი პაკებით ჩანაცვლება, რადგან პლასტიკის პარკები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმები განიხილეს. ამასთან, რეგლამენტის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ტექნიკური რეგლამენტის დეტალებსადა მონიტორინგის სისტემების აღსრულების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ბათუმისა და ქობულეთის მერიისა და საკრებულოების, აჭარის გარემოს დაცვის სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა