ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ახალი ბეტონის გზა 1350 გრძივ მეტრზე მოეწყობა, პროექტი
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობირივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, საერთო ღირებულებით 717 000 ლარი.
მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ახალი გზით სარგებლობას მოსახლეობა უახლოეს პერიოდში შეძლებს.

















