logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იმ პირთა გადაადგილებაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე ირანში იმყოფებოდნენ, შეზღუდვები დაწესდა
იმ პირთა გადაადგილებაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე ირანში იმყოფებოდნენ, შეზღუდვები დაწესდა
18:52 27.02.2020
კორონავირუსთან დაკავშირებით საბაჟო საზღვრებზე მიმდინარე კონტროლთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები, რომლებსაც აქვთ ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის, ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაცია. მიმდინარე ეტაპზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ევალება, რისკ ჯგუფის ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია) გადაადგილებული ყველა მგზავრის/საავტომობილო საშუალების მძღოლის თერმოსკრინინგი და საჭირეობის შემთხვევაში მათ მიმართ მგზავრის სააღრიცხვო ბარათის (დანართი N9) შევსება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში და მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების კუთხით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, (მათ შორის პორტებსა და აეროპორტებში) შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ხდება მგზავრთა (მათ შორის ტრანზიტული), ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას.

მაღალი ტემპერატურის, გამოხატული კლინიკური ნიშნების ან სხვა საეჭვო გარემოებების გამოვლენისას შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგი ავსებს რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) და დადგენილი წესის თანახმად ინფორმაციას აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ქვეყანაში შემოსული მგზავრის რისკის პირველადი შეფასების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მგზავრის იზოლაციისა და სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე განთავსებულია ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე დამზადებული საინფორმაციო ბანერები, რომლებიც შეიცავენ რეკომენდაციებს კორონა ვირუსის გავრცელებისა და პრევენციის შესახებ.

ამასთან, რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ეძლევა თვითიზოლაციის რეკომენდაცია (კონტაქტების შეზღუდვა და დანართში მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე ყოფნა მინიმუმ 14 დღის განმავლობაში). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მგზავრები იქნებიან ეპიდემიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
ასევე, გაცნობებთ, რომ დაწესდა გარკვეული შეზღუდვები იმ პირთა გადაადგილებაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის საქართველოს მოქალაქე, მას არ ეზღუდება ქვეყანაში შემოსვლა. ასეთ შემთხვევაში მგზავრი/ მძღოლი ექვემდებარება თერმოსკრინინგს. ტემპერატურის ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, ასეთი მოქალაქე ექვემდებარება კლინიკაში გადაყვანას, ხოლო თუ ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია, პირის მიმართ გავრცელდება სავალდებულო კარანტინი.
ზომოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დაგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას”- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა