logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
GM Pharma-ს („ჯი-ემ-პი“) ხარისხის ახალი ISO სერტიფიკატი გადაეცა
10:54 27.02.2020
ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიის ტექნიკური ინსპექციის ასოციაციის, TÜV SÜD-ის, მიერ ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგადაც GM Pharma-ს ხარისხის ახალი, 3-წლიანი ISO სერტიფიკატი გადაეცა.
სამკურნალო საშუალებების წარმოების ხარისხის მართვის თანამედროვე კონცეფცია გულისხმობს როგორც უშუალოდ პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების მუდმივ კონტროლს, ისე ყველა იმ პროცესის თუ სისტემის საერთაშორისოსტანდარტებთან შესაბამისობას, რაც საბოლოო ჯამში გარანტირებულად უზრუნველყოფს პაციენტისთვის ეფექტური დასათანადო ხარისხის მედიკამენტის მიწოდებას.

ფარმაცევტულ კორპორაცია GM Pharma-ში დანერგილია და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებების და პროცესების ყოველმხრივი შეფასებაEU GMP რეგულაციებთან შესაბამისობაზე, იქნება ეს აუდიტები თუ წარმომადგენლობითი ინსპექტირებები სხვა ქვეყნების - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი - აუდიტორული კომპანიებისა და მარეგულირებელი სააგენტოების მხრიდან. აღნიშნული შემოწმებების სიხშირე და პერიოდულობაGM Pharma-ს ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს და კომპანიის მხრიდან განიხილება როგორც პაციენტზე ორიენტირებული ხარისხის მართვის სისტემების შესაბამისობის მორიგი დემონსტრირება და მუდმივი გაუმჯობესებისკენ მიმართული შესაძლებლობა.

TÜV SÜD-ის ისტორია 150 წელს ითვლის, მასში მუშაობს 24,500-ზე მეტი თანამშრომელი და ამჟამად კომპანია ემსახურება როგორც კერძო კომპანიებს, ისე ცალკეულ სახელმწიფოებს სერტიფიცირების, აუდიტის, ტესტირებისა და კონსალტინგის საკითხებში მრეწველობის (მათ შორის ფარმაცევტული წარმოების), ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში.TÜV SÜD-ის მიერ GM Pharma-სთვის ხარისხის მართვის ახალი ISO სერტიფიკატის მინიჭება კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის ფარმაცევტული წარმოების ტექნოლოგიური, აპარატურული და ხარისხის მართვის პროცესების სანდოობას.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს თანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის - GMP PIC/S , ხარისხის მართვის - ISO 9001:2015 და ISO 17025:2010 და აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის - NSF.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა