logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-სა და აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თსუ-სა და აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18:11 26.02.2020
თსუ სტუდენტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაივლიან სტაჟირებას და დასაქმდებიან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მოაწერეს.

ხელშეკრულების მიზანია მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთმანეთის რესურსების გაცვლა და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებთ. „აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით ბევრი პროექტია განხორციელებული. მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებულია. ბევრი სხვა მიმართულებით ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მომავალშიც,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება,“ - აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ. მისივე თქმით, მემორანდუმის გაფორმებით უნივერსიტეტთან თანამშრომლობა უფრო ინტენსიური და სისტემური გახდება. „გამოვიყენებთ უნივერსიტეტის უზარმაზარ ინტელექტუალურ რესურსს. სტუდენტები კი სტაჟირებას გაივლიან აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და დასაქმების პერსპექტივაც ექნებათ,“ - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ითანამშრომლებს უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიულ ფაკულტეტებთან, აფხაზეთის ენისა და კულტურის ცენტრთან.
თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას თქმით, ფაკულტეტზე სტუდენტების მონაწილეობით აფხაზეთის თემატიკაზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და პროექტი განხორციელებულა. „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი თავისი არსით, სპეციალობებით სწავლობს, იკვლევს და ფიქრობს აფხაზეთთან ურთიერთობის პერსპექტივებზე, მის ისტორიაზე, აწმყოსა და მომავალზე. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა თამარ დოლბაიამ.

თანამშრომლობა ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის, სამართლებრივი შეფასებისა და გასაჯაროების ეფექტიანი ფორმების შემუშავება-განზოგადებას, ერთობლივ საქმიანობას აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობისა და მშვიდობის აღდგენის საკითხებში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა