ვოლვო ქარსმა მომხმარებლებს S90 სედანის და V90 Cross Country-ის უნივერსალი მოდელების
განახლებული ვერსიები წარუდგინა, რომლებიც ექსტერიერის დახვეწილ დიზაინს და სრულად ახალ, ყველაზე თანამედროვე ხმის სისტემას Bowers and Wilkins-ს აერთიანებენ.
კომპანიის 48-ვოლტიანი რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატები ხელმისაწვდომია ვოლვოს ყველა ახალ მოდელზე. ექსტერიერის დიზაინის თვალსაზრისით, ვოლვოს დიზაინერებმა დანერგეს S90-ის და V90-ის მთელი რიგი გაუმჯობესებები, მათ შორისაა ახალი დიზაინის სპოილერი, ნისლსაწინააღმდეგო ფარები და წინა ქვედა ბამპერი.
V90 Cross Country-ის ყველაზე გასაოცარი მახასიათებელია უკანა ფარების ახალი დიზაინი, უნიკალური სრულად LED განათება და თანმიმდევრული მოხვევის მაჩვენებელი. ექსტერიერის ფერების ახალი დიაპაზონი და საბურავების დისკების ვერსიები კიდევ უფრო აუმჯობესებს პერსონალიზაციის ვარიანტებს.
სრულად განახლებული Bowers and Wilkins-ის აუდიოსისტემა წარმოგიდგენთ უკეთეს ხმას მანქანის სალონში. ახალი ფუნქციების წყალობით, როგორებიცაა განახლებული გამაძლიერებელი, ავტომობილის ხმის ავტომატური ჩახშობა და განახლებული პარამეტრები ქმნის თქვენი საყვარელი კლუბის ხმის იმიტაციას.
ავტომობილის სალონის კიდევ ერთი ახალი მახასიათებელია Advanced Air Cleaner PM 2.5 ნაწილაკების სენსორით, რომელიც პირველად შეიქმნა ჩინეთის ბაზრისთვის და ახლა უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ის საშუალებას აძლევს მძღოლებს, ცენტრალურ ეკრანზე აკონტროლონ სალონის ჰაერის ხარისხი და სურვილის შემთხვევაში რამდენიმე წუთში გაწმინდოს სალონის ჰაერი თითქმის ყველა წვრილი ნაწილაკისგან.
Bowers & Wilkins-ის ახალი აუდიოსისტემა და Advanced Air Cleaner ტექნოლოგია ახლა უკვე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა მოდელზე. ამ მოდელებს, ასევე, აქვს ორმაგი USB-C დამუხტვის წერტილები უკანა მხარეს. სმარტფონებისთვის უსადენო დამუხტვის ფუნქცია, რომელიც პირველად დაინერგა პატარა XC40 SUV- ზე, ახლა ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის უმრავლეს ვერსიაში.
ინტერიერის მასალების თვალსაზრისით, ექსკლუზიურად მორგებული შალნარევი სავარძლები, რომელიც პირველად გასულ წელს დაინერგა XC90-ზე, ახლა ასევე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა მოდელზე, ამავდროულად ხელმისაწვდომია სალონის ვარიანტი ტყავის გარეშე.
ვოლვო ქარსი მნიშვნელოვნად აფართოებს 48-ვოლტიანი რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატების ვარიანტების რაოდენობას, რაც პირველად დაინერგა გასულ წელს XC90 და XC60 SUV-ებზე, ხოლო ახლა რბილი ჰიბრიდები ასევე ხელმისაწვდომია 90 და 60 სერიის ყველა სხვა ავტომობილზე, ასევე, XC40- ზე. V90 Cross Country რბილი ჰიბრიდული ძალური აგრეგატების ვარიანტებით წარმოადგენს მაღალი გამავლობის ავტომობილების სპექტრის ისტორიაში პირველ ელექტროფიცირებულ ვარიანტს.
ვოლვო ქარსის რბილი ჰიბრიდების სამუხრუჭე სისტემის მართვის ელექტროსისტემა ურთიერთქმედებს ენერგიის აღდგენის სისტემასთან და ამცირებს საწვავის მოხმარებას 15%-ით და გამონაბოლქვს, დამუხრუჭებისას კინეტიკური ენერგიის აღდგენით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ან ტესტ დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ „ვოლვო საქართველოს“ შოურუმს მისამართზე: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ან დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.

















