თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 13 პაციენტს აკვირდებიან. მათ შორის ჩინეთის 3, ირანის 1 და
საქართველოს 9 მოქალაქეა. მათ უმრავლესობას კორონა ვირუსის კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა ბიოლოგიური ნიშნები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი და პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
„გვყავს 13 პაციენტი. აქედან, 1 ჩინეთის, 3 ირანის და 9 საქართველოს მოქალაქეა. პაციენტები იყვნენ იტალიაში, თუმცა არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა არც A და არც B ტიპის გრიპის ვირუსი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა.
მისივე თქმით, ლაბორატორიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება და ყველაფრის შეჯამებით ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც არ არის.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის 81 133 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

















