logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
10:43 26.02.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს. დღეისათვის უკვე მომზადებულია კანონპროექტი „რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების ფართობები იზრდება. დაცული ტერიტორიების დაარსება რაჭის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, ეკოტურიზმის განვითარებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ.

შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ 2018-2019 წლებში ჩატარებული კვლევის: „რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობის შეფასება“ შედეგები გააცნო.
ჩატარებული კვლევის შედეგად, შეფასდა და განისაზღვრა გეგმარებითი დაცული ტერიტორიების სავარაუდო საზღვრები. ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება იგეგმება ონის მუნიციპალიტეტში და მისი ფართობი 52 191 ჰექტარს შეადგენს.

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრას WWF კავკასიის პროგრამის ოფისის დირექტორი გიორგი სანადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეისათვის გამართულია დაახლოებით 10- მდე შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 500-მდე ადამიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა