logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მიულოცა
მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს თსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მიულოცა
14:41 25.02.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესორ ბალცეროვიჩს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება პირადად მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელი: „პროფესორ ბალცეროვიჩის მიერ განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა, რომელიც „ბალცეროვიჩის გეგმის“ სახელით არის ცნობილი, მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებზე, მათ შორის, წვლილი შეიტანა საქართველოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლაში. მისი მრავალწლიანი კარიერა არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს ითვლის და ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ პროფესორ ბალცეროვიჩს დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამით ვადასტურებთ მის მაღალ აკადემიურ მიღწევებსა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი პროფესორ ბალცეროვიჩის მიღწევების მნიშვნელობას, მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ჯილდო და ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში.“

ლეშეკ ბალცეროვიჩისთვის საპატიო დოქტორის წოდება მინიჭების ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე უძღვებოდა.

ე.წ. „შოკური თერაპიის“ ავტორი ლეშეკ ბალცეროვიჩი პოლონელი ეკონომისტი, სახელმწიფო მოღვაწე და ვარშავის ეკონომიკის სკოლის პროფესორია. 1989 წელს იგი გახდა ტადეუს მაზოვიეცკის პირველი არაკომუნისტური მთავრობის ფინანსთა მინისტრი და ხელმძღვანელობდა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ რეფორმებს, რომლის შედეგად პოლონეთის ეკონომიკა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. სხვადასხვა წლებში ის იკავებდა პოლონეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის მოადგილის და სხვა მაღალი რანგის თანმდებობებს.

ლეშეკ ბალცეროვიჩი მსოფლიოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. წარმატებული კარიერის განმავლობაში, მას ისეთი პრესტიჟული ჯილდოები აქვს მიღებული, როგორებიცაა: ლუდვიგ ერჰარდის სახელობის პრემია, ტრანსატლანტიკური ლიდერების ჯილდო, კარლ ბერტელმანის პრემია (Carl Bertelsmann Prize) და სხვა.

ლეშეკ ბალცეროვიჩი არის 100-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა