logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვიტორ ტომე: მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ მედიაკრიტიკის მიმართულებით, თუ ამისთვის გაკრიტიკებენ, ესეიგი თქვენ საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ
ვიტორ ტომე: მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ მედიაკრიტიკის მიმართულებით, თუ ამისთვის გაკრიტიკებენ, ესეიგი თქვენ საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ
14:32 21.02.2020
"ჟურნალისტებისთვის და მედია კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს"- ასე შეაფასა მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტმა ვიტორ ტომემ მედიის და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას კომისიის საქმიანობა.

მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტი, მიიჩნევს, რომ ციფრული მედიის ეპოქაში კომისიის როლი მედიაწიგნიერების განვითარებაში როგორც მედიისთვის ისე საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

"მე ჩამოვედი იმისთვის, რომ მედიაწიგნიერების სფეროში ევროპაში არსებული მდგომარეობა გაგაცნოთ და თქვენთან ერთად განვიხილო სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობა. მათ შორის გაგიზიაროთ, რას აკეთებს ევროპის საბჭო და ევროკომისია მედიაწიგნიერების მიმართულებით. ასევე გავეცანი თქვენს საქმიანობას და ის, რასაც კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს ჟურნალისტებისთვის და მედია კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს. მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ასევე, მედიაკრიტიკის მიმართულებით, ამით თქვენ ატრენინგებთ, როგორც მედიას ისე მთელ საზოგადოებას. და თუ ამისთვის ვინმე გაკრიტიკებთ, ესეიგი თქვენ საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ. მედიაწიგნიერება არის საჭირო, როგორც მედია ორგანიზაციებისთვის - ისე მომხმარებლისთვის"- ამბობს მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტი ვიტორ ტომე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა