logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - მედიააკადემიაში ვიტორ ტომეს სემინარი გაიმართა
„მედიაწიგნიერება და ციფრული მოქალაქეობა“ - მედიააკადემიაში ვიტორ ტომეს სემინარი გაიმართა
11:20 21.02.2020
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, მედიააკადემიაში მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტის, ვიტორ ტომეს სემინარი ჩატარდა. სემინარს, რომელიც მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის თანამედროვე გამოწვევებსა და როლს ეხებოდა, კომუნიკაციების კომისიის, მედიაკადემიის, განათლების სამინისტროსა და თავად მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო მედიამკვლევარმა მონაწილეებს განათლებისა და მედიის სექტორში მედიაწიგნიერების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებები გაუზიარა. ექსპერტმა საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, საჭიროებები და გამოწვევები შეაფასა.

“მე ჩამოვედი იმისთვის, რომ მედიაწიგნიერების სფეროში ევროპაში არსებული მდგომარეობა გაგაცნოთ და თქვენთან ერთად განვიხილო სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობა. მათ შორის გაგიზიაროთ, რას აკეთებს ევროპის საბჭო და ევროკომისია მედიაწიგნიერების მიმართულებით. ჟურნალისტებისთვის და მედია კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს. მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ასევე, მედიაკრიტიკის მიმართულებით, ამით თქვენ ატრენინგებთ, როგორც მედიას ისე მთელ საზოგადოებას. და თუ ამისთვის თქვენ გაკრიტიკებენ, ესეიგი საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ. ჩვენ ყველანი ეხლა ვსწავლობთ და ვსაუბრობთ მედიაწიგნიერებაზე, როგორც მედია საქმიანობაზე, მედიაბიზნესზე. მედიაწიგნირება არის საჭირო, როგორც მედია ორგანიზაციებისთვის ისე მომხმარებლისთვის” - განაცხადა ტომემ.

ვიტორ ტომე მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტია, რომელიც წლების განმავლოაბში ევროპის საბჭოს ციფრული მოქალაქეობის ჯგუფის წევრი იყო, სადაც მცირეწლოვანთა წიგნიერებისა და მრავალმოდური პრაქტიკების მიმართულებით მუშაობდა. ვიტორ ტომე ასევე „მედია ევროპაში მრავალფეროვნების ინკლუზიურობისთვის“ და „სოციალური მედიის მნიშვნელობა დემოკრატიული მონაწილეობისთვის“ პროექტებს ხელმძღვანელობდა. ვიტორ ტომე ციფრული წიგნიერებისა და მოზარდებში მულტიმოდალური პრაქტიკის, ასევე, განათლების სექტორში ციფრული მოქალაქეობის და დემოკრატიული თანამონაწილეობის მკვლევარია, რომელიც პროგრამას „ციფრული წიგნიერების და მედიის როლი დემოკრატიული თანამონაწილეობისთვის“ ხელმძღვანელობდა. ის ასევე, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის შესახებ მაგისტრი ჟურნალისტებისა და განათლების სპეციალისტებისთვის კითხულობს ლექციებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა