logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: „რუსთავის აზოტში“ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას 4 მილიონი ევრო მოხმარდება
ლევან დავითაშვილი: „რუსთავის აზოტში“ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას 4 მილიონი ევრო მოხმარდება
14:33 19.02.2020
ლევან დავითაშვილი: „ჩვენ ავიღეთ უპირობო ვალდებულება, რომ ქვეყანაში სათბური გაზების ემისიების ზრდას შევამცირებთ. გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი გაზების გარემოში მოხვედრა მინიმუმამდე შემცირდეს“.

საქართველო, გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალურ სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ამ ინიციატივის წევრ ქვეყნებში აზოტმჟავას მწარმოებელი კომპანიები აღჭურვოს კლიმატის ცვლილების გამომწვევი აზოტის ოქსიდის მშთანთქავი ტექნოლოგიით.

„აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ მოცემულობაში, როცა ჩვენ რუსთავის ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ასევე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი იმისათვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. საკითხი რთულია და მის მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება. კონკრეტული შეთანხმებით, რომელიც დღეს მთავრობამ მოიწონა, მივიღებთ 2 მილიონი ევროს დაფინანსებას გერმანიის მთავრობიდან. სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ დამატებით დააფინანსებს მეორე 50 %-ს, საბოლოოდ, საწარმოში 4 მილიონი ევრო მოხმარდება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. „რუსთავის აზოტის“ მიერ აზოტმჟავას წარმოების პროცესის დროს წარმოქმნილი სათბურის ეფექტის მქონე ემისიები ქვეყნის მთლიანი სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისიების დაახლოებით 4-5 %-ს შეადგენს. ქალაქ რუსთავისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა. რუსთავის ჰაერთან მიმართებაში გვექნება კომპლექსური მიდგომა, ისევე, როგორიც ჩვენ გვაქვს თბილისის ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. შედეგად, ეტაპობრივად, მოგვარდება არსებული პრობლემები“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ქალაქ რუსთავში, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღის წესრიგის პრიორიტეტია.

ინიციატივა, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ხელს შეუწყობს ქვეყანას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. 2015 წლიდან საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყანაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა