logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხარისხიანი მართვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხარისხიანი მართვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
13:18 19.02.2020
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ორი კანონპროექტი; ეს კანონპროექტებია „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „ბორჯომ ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“.

„დაცული ტერიტორიების გაფართოება და ხარისხიანი მართვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ბიომრავალფეროვნება, მეორე მხრივ, განვავითაროთ ეკონომიკური შესაძლებლობები დაცული ტერიტორიების არეალების გარშემო. მათ შორის, განვავითაროთ ეკოტურიზმი, რომელიც ძალიან დინამიკურად ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია, ერუშეთის ეროვნული პარკი დაარსდება, რომლის ფართობი 11 385 ჰა-ს შეადგენს. ერუშეთის პარკის დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას ტურისტულ სერვისებში.

„ერუშეთის პარკის დაარსება ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის ახალ პერსპექტივას აჩენს, დაახლოებით, 38 კილომეტრზე. ერუშეთის პარკი ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქოცხოვის აღკვეთილს. ასეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველების უნიკალური სახეობების შენარჩუნებისა და ფლორის განსაკუთრებული სახეობების დაცვისათვის“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, დაგეგმილია მისი გაფართოება ადიგენის მუნიციპალიტეტში; ტერიტორია მოიცავს 4 137 ჰა-ს. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების გაფართოების პროექტის მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და უპირველესად, საქართველოს წითელი ნუსხის ორი სახეობის, კავკასიური კეთილშობილი ირმის და კავკასიური არჩვისთვის ეკოლოგიური დერეფნების შექმნა დასავლეთ მცირე კავკასიონზე. ეროვნული პარკის გაფართოება, ასევე, ხელს შეუწყობს კავკასიური არჩვის პოპულაციის ზრდას და ამ რეგიონის უნიკალური წიწვოვანი ტყეების დაცვას. დღეის მდგომარეობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 60 ათასი ჰექტარზეა; გაფართოების შემდეგ, დაახლოებით, 65 ათასი ჰექტარი გახდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურადმუშაობს დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და ახალი ტერიტორიების დაარსების მიმართულებებით.
დაცული ტერიტორიების გაფართოების/დაარსების პროცესი ხელს უწყობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა/შენარჩუნებას და ეკოტურიზმის განვითარებას.
2019 წელს, დაცული ტერიტორიების ფართობი, წინა წელთან შედარებით, 70144 ჰექტარით (10,5 % -ით) გაიზარდა და ქვეყნის 9,6 % შეადგინა.

2020 წელს დაცული ტერიტორიების 100 ათასი ჰექტარით გაფართოება იგეგმება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა