logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ავღანეთში დაღუპულთა მემორიალთან ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 31-ე წლისთავი აღნიშნეს
ავღანეთში დაღუპულთა მემორიალთან ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 31-ე წლისთავი აღნიშნეს
11:03 19.02.2020
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა,’’ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის’’ წევრებმა და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

მემორიალთან, მამა ვახტანგმა (გოგოლაძე) დაღუპული მეომრების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საგანგებოდ ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს "არმი ჰოლში" საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიგადის გენერალი, ირაკლი ძნელაძე, ‘’ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის’’ თავმჯდომარე, ნუგზარ კახნიაური, ავღანეთის ომის ვეტერანები, ავღანეთში სამშვიდობო მისიის მონაწილე ჯარისკაცები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დოკუმენტური ფილმის „სადაურსა სად წაიყვან’’ ჩვენება, რომელშიც მოთხრობილი იყო საუკუნეების განმავლობაში ავღანეთში წარმოებულ ომებში ქართველი მებრძოლების მონაწილეობის და იმ განსაკუთრებული წვლილის შესახებ, რომელიც დღეს შეაქვთ ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, საბჭოთა ჯარებმა, 1989 წლის 15 თებერვალს დატოვეს. ავღანეთში, 9 წლის განმავლობაში, საქართველოდან 5000-მდე ჯარისკაცი იბრძოდა, 128 დაიღუპა, 6 კი _დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა