logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, 1 მლნ ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსს აცხადებს
ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, 1 მლნ ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსს აცხადებს
14:54 17.02.2020
ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, 1 მლნ ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსს აცხადებს. სააგენტოს „მილიონიანი ფონდი“ საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება და, საერთო ჯამში, 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3- ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.

რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის თემატიკა განსაზღვრულია. ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ, თუ კულტურულ ცხოვრებაში.

„ახალგაზრდული სფეროს რეფორმის ფარგლებში, დღეს გაიმართა ახალგაზრდობის სააგენტოს „მილიონიანი ფონდის“ პრეზენტაცია. წელს საპილოტე წელია და ჩვენი პრიორიტეტი არის რეგიონები, კონკრეტულად კი, რეგიონალური ახალგაზრდული ორგანიზაციები, შესაბამისად, საგრანტო კონკურსიც ცხადდება რეგიონალური მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ისე რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. მათ უნდა შემოიტანონ გრძელვადიანი, მდგრადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები. ერთჯერად და მოკლევადიან პროექტებზე გრანტი წელს არ გაიცემა,“- აღნიშნა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა.

ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც, საერთო ჯამში, ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას.

კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში ახალგაზრდობის სააგენტოს რეგიონული საინფორმაციო ტურნე გაიმართება და ჩატარდება ინდივიდუალური საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რის შესახებაც წინასწარ დაანონსდება ახალგაზრდობის სააგენტოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ამავე გვერდზე, ახალგაზრდობის სააგენტო თემის ირგვლივ დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს.

კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება, საკონკურსო წინადადებების შემოტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 25 დღის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე: Youthplatform.gov.ge.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა