logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„თეგეტა მოტორსი“ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებს გთავაზობთ
„თეგეტა მოტორსი“ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებს გთავაზობთ
14:44 17.02.2020
სამუხრუჭე სისტემა ავტომობილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემური ნაწილია, რომლის შემადგენელი დეტალები რეგულარულად, დროის გარკვეულ ინტერვალში უნდა შეიცვალოს. ყველაზე ხშირ ყურადღებას სამუხრუჭე ხუნდები საჭიროებს, რადგან სწორედ ისინია ყველაზე ცვეთადი დეტალები. სამუხრუჭე ხუნდის ზემოქმედებით ხდება ავტომობილის შენელება და მისი გაჩერება. ის ცვეთადი დეტალია, რომელსაც ექსპლუატაციის შეზღუდული რესურსი აქვს. ხუნდების შეცვლის საჭიროების პირველი ნიშნებია: სამუხრუჭე მანძილის გაზრდა, ვიბრაცია და ხმაური.

შეცვლის საჭიროების ერთ-ერთი მკაფიო მანიშნებელია ხმა, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ სერვისს. თუმცა, თანამედროვე ავტომობილები აღჭურვილია ჭკვიანი მოწყობილობებით, რომლებიც შეცვლის საჭიროების დადგომისას, პანელების დაფაზე შესაბამისი ინდიკატორის ანთებით გვაძლევს სიგნალს.

ამ პრობლემის მარტივად გადასაჭრელად, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს გერმანული პრემიუმ ბრენდის ATE-ს სამუხრუჭე ხუნდებს სთავაზობს, რომლის სრულყოფილებაც მომხმარებლის ნდობას ამართლებს. ასევე, საყურადღებოა, რომ ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება აზბესტს.

ATE-ს პროდუქცია ორიგინალი კომპლექტაციის შესაბამისი ხარისხის არჩევანი და საუკეთესო ინვესტიციაა უსაფრთხოებასა და კომფორტში. ATE შედის გერმანული უმსხვილესი კონცერნის „Continental AG“-ს ჯგუფში, რომლის ინჟინრებს სამუხრუჭე კომპონენტების წარმოების ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ. ATE 1906 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ლიდერობას არ თმობს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ გერმანიაში N1 გაყიდვადი ბრენდია. საინტერესო ფაქტია, რომ გერმანიაში ყოველი მე-2, ხოლო მსოფლიოში ყოველი მე-4 ავტომობილი ATE-ს სამუხრუჭე სისტემით არის აღჭურვილი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხუნდების შეცვლისას საქმე მიანდოთ პროფესიონალებს, რადგან არასწორად შესრულებულმა სამუშაომ შესაძლოა, მწყობრიდან გამოიყვანოს მთლიანად სამუხრუჭე სისტემა, საფრთხეში ჩაგაგდოთ თქვენც და თქვენი გარშემომყოფებიც. ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები გამოირჩევა საუკეთესო მახასიათებლებით, როგორებიცაა: მცირე სამუხრუჭე მანძილი, გადახურებისადმი მდგრადობა, ეკოლოგიურობა და ოპტიმალური საექსპლუატაციო ვადა, რაც საუკეთესო გამოსავალია თქვენი ავტომობილისთვის. „თეგეტა მოტორსი“ ATE-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის ხუნდებზე მომხმარებლებს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ხუნდები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ დაზიანებისა და უსიამოვნო ხმის დაფიქსირების შემთხვევაში კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა