logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ხანიშვილი მიწის რესურსების მდგრადი მართვის მიზნით მიმდინარე პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო
გიორგი ხანიშვილი მიწის რესურსების მდგრადი მართვის მიზნით მიმდინარე პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო
14:50 15.02.2020
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ საზედამხედველო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა.

„აღნიშნული საპილოტე პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოვკვეთოთ ის საჭიროებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს. ამასთან, აუცილებელია, ჩვენ ვიმუშაოთ ფერმერების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ქარსაფარი ზოლების აღდგენის, ასევე გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელება, თითოეული ფერმერის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

საზედამხედველო საბჭოს შეხვედრაზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს, ახმეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საძოვრების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ძირითად გამოწვევებს და რეკომენდაციებს, რომლებიც საძოვრების მდგრადი მართვის პროგრამის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორმა, სოფო ახობაძემ საპილოტე პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პროექტის ფარგლებში, საკანონმდებლო კომპონენტში განხორციელებული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) მადლობა გადაუხადა.

პროექტი „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“ ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია სოფლად ეკონომიკურად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით, ლანდშაფტისა და მიწის მდგრადი მართვის პრინციპების ინტეგრირება ეროვნულ პოლიტიკასა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა