logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
XC40 Recharge - პირველი სრულად ელექტრომოდელი ვოლვოს ოჯახში
XC40 Recharge - პირველი სრულად ელექტრომოდელი ვოლვოს ოჯახში
14:35 10.02.2020
2019 წელს Volvo Cars-მა 46 000 დამუხტვადი ჰიბრიდი გაყიდა, რაც 23%-იან ზრდას შეადგენს 2018 წელთან შედარებით და 2017 წლის გაყიდვების გაორმაგებულ რაოდენობაზე მეტია.

2019 წლის პირველ კვარტალში დამუხტვადმა ჰიბრიდულმა ავტომობილებმა ვოლვოს მსოფლიო გაყიდვების 20%-ზე მეტი შეადგინა. ამასთანავე, კომპანია მიზნად ისახავს, 2025 წლისთვის მთლიანი გაყიდვების 50% სრულად ელექტროავტომობილები იყოს, ხოლო დანარჩენი - ჰიბრიდები.

კომპანია, ასევე, მიისწრაფვის მუდმივად და მყარად იზრდებოდეს დამუხტვადი ავტომობილების კონფიგურაციების შერჩევის კუთხით ონლაინ რეჟიმში, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტალის განმავლობაში დაახლოებით ყველა კონფიგურაციის ერთ მესამედს ითვლის.

„ნათელია, რომ მომხმარებლებს მოსწონთ, რასაც ჩვენს დამუხტვადი ავტომობილების სამოდელო რიგში ხედავენ“, - განაცხადა ვოლვოს მსოფლიო კომერციული ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელმა ბიორნ ენუოლმა, - „ჩვენი დამუხტვადი ავტომობილები ყველაფერია, რასაც მომხმარებელი ვოლვოსგან ელოდება, ამას ემატება ულტრათანამედროვე სრულად ელექტრო ან დამუხტვადი ჰიბრიდის ძალური აგრეგატები“.

XC40 Recharge P8 პირველი სრულად ელექტრომოდელია ვოლვოს ოჯახში. ის Volvo Cars-ის ჭეშმარიტი ქვაკუთხედია, როგორც კომპანიის პირველი სრულად ელექტროავტომობილი და პირველი ვოლვო - უახლესი საინფორმაციო და გასართობი სისტემით, რომელიც „ანდროიდის“ საოპერაციო სისტემით ფუნქციონირებს.

როგორც ყველაზე გაყიდვადი XC40 SUV-ის სრულად ელექტრო ვერსია, პირველი ვოლვო, რომელმაც წლის ევროპული მანქანის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, XC40 Recharge P8 დაფუძნებულია კომპაქტურ მოდულურ არქიტექტურაზე (CMA). XC40 Recharge P8 ყველა წამყვანი თვლით, ერთი დამუხტვით გადის 400 კმ-ზე მეტ მანძილს და გააჩნია 408 ცხენის ძალა, სწრაფი დამუხტვის სისტემით ბატარეა 40 წუთში იმუხტება თავისი მოცულობის 80%-მდე.

„ანდროიდის“ ტექნოლოგიაზე მომუშავე საინფორმაციო-გასართობი სისტემა მომხარებელს სთავაზობს უპრეცედენტო პერსონალიზაციას, ჩამონტაჟებულ გუგლის ტექნოლოგიას და სერვისებს, როგორიცაა: Google Assistant, Google Maps და Google Play Store. XC40 Recharge P8, ასევე, იღებს უფრო დიდ პროგრამულ უზრუნველყოფას და აახლებს საოპერაციო სისტემას უკაბელო ინტერნეტით.

Volvo Cars-ის უსაფრთხოების ინჟინრებმა სრულად გარდაქმნეს და გააძლიერეს Recharge P8-ის ფრონტალური სტრუქტურა ძრავის არარსებობასთან მიმართებაში, იმისთვის, რომ ადამიანები ისევე უსაფრთხოდ იყვნენ, როგორც ნებისმიერ სხვა ვოლვოში. ბატარეა დაცულია ავტომობილის ძარის სტრუქტურის შუაში ჩამონტაჟებული დამცავი კარკასით. მისი მოთავსება ავტომობილის იატაკში ასევე ამცირებს ავტომობილის მიზიდულობის ცენტრს, გადაბრუნებისგან უკეთესი დაცვისთვის.

ფუნქციონალურობისადმი კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს დიდ შესანახ სივრცეს, მაგალითად, კარებში, სავარძლების ქვეშ და სანივთეში. შიდაწვის ძრავის არქონა ნიშნავს, რომ ავტომობილში უფრო მეტი შესანახი სივრცეა, ვიდრე ჩვეულებრივ XC40-ში.

2021 წლიდან სრულად ელექტრო Volvo XC50 Recharge P8 საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი.

მანამდე კი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ვოლვოს ავტომობილის კონფიგურაციის აწყობა და შეკვეთა ონლაინ - ვოლვოს საქართველოს გვერდზე: volvocars.com/ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ან ტესტ დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ „ვოლვო საქართველოს“ შოურუმს მისამართზე: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ან დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა