logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: კომპანია RMG გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებების ძირითადი ნაწილის შესრულებას 2020 წელს დაასრულებს
ლევან დავითაშვილი: კომპანია RMG გარემოსდაცვითი მიმართულებით სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებების ძირითადი ნაწილის შესრულებას 2020 წელს დაასრულებს
11:07 12.02.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან ნინო წილოსანთან და ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, კაზრეთში, RMG -ის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების სამუშაოებს გაეცნო.

"კომპანია აქტიურად მუშაობს სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, მნიშვნელოვანი კრიტიკული წერტილების გამოსწორებაზე. სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა ინსპექტირება. ჩვენი სპეციალისტების მიერ ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. დღეს ადგილზე ვნახეთ იმ სამუშაოების შედეგები, რომელიც კომპანიაში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის ჩატარდა. ვფიქრობთ, რომ კრიტიკული საკითხების ძირითადი ნაწილი 2020 წელს მოგვარდება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნინო წილოსანის შეფასებით, RMG-ში დღეს არსებული ვითარება სამინისტროს, საპარლამენტო კომისიისა და კომპანიის საუკეთესო ფორმატის თანამშრომლობის შედეგია.

"ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურების აღმოფხვრის კუთხით, რაც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის თანაშრომლობის ფორმატში საკითხების გადაჭრის საუკეთესო მაგალითია", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც საყდრისის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნინო ბურჭულაძემ აღნიშნა, კომპანიამ რთული სამუშაოების შესრულება შეძლო.

"კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობის შესახებ დასკვნების გაკეთების საშუალება გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ კომპანიისთვის განსაზღვრული ვალდებულებების ძირითადი საკითხები წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდებოდა.

RMG-მ, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, მოაწყო სადრენაჟე სისტემები, დაასრულა წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რის შედეგად, მდინარე კაზრეთულას, მაშავერასა და ფოლადაურის დაბინძურების წყარო აღკვეთა. ასევე დაასრულა მტვერდამჭერი სისტემის მოწყობა, რაც კომპანიის საქმიანობიდან გარემოზე მიყენებული ზიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბინძურებელს წარმოადგენდა.

"კომპანიამ შეძლო და შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებების დიდი ნაწილი. წლევანდელ წელს დასრულდება გაწმენდითი ნაგებობების მშენებლობა და მდინარეების დაბინძურება სრულად აღმოიფხვრება”, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა