logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სათათბირო საბჭოს ანგარიში წარუდგინეს
ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სათათბირო საბჭოს ანგარიში წარუდგინეს
22:21 11.02.2020
მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე თავიანთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაოს, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრეს და დამსწრეთ ანგარიში წარუდგინეს ა(ა)იპ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ და "საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, თეიმურაზ ლორიამ.

თენგიზ შუბლაძემ დამსწრე საზოგადოებას, წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ფორმირების ძირითადი მიმართულებები და ამ პროცესში ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა როლი და ადგილი“. ფართოდ იქნა განხილული ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყანა სამოქალაქო თავდაცვის კუთხით დგას და რომლებზე რეაგირება, ჩვენი რეალობიდან და უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, ხელისუფლებასთან ერთად, დროულად უნდა მოხდეს. ამ საკითხის გადაჭრაში, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, მათი გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

" ჩვენი ორგანიზაცია, ძირითადად, ორიენტირებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე და არის ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წელს შეიქმნა. გავაკეთეთ ანალიზი იმ ღონისძიებების, რომლებიც ჩატარდა და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის რაზმები, რომლებიც, ძირითადად, დაკომპლექტებული უნდა იყოს ვეტერანებით. ეს საშუალებას მისცემთ მათ, გაუჩნდეთ გარკვეული ანაზღაურების წყარო და დასაქმდნენ კიდეც ამ მიმართულებით"- განაცხადა გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ.

"უღრმესი მადლობა მინდა, ვუთხრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ვლადიმერ იმნაძეს, რომელმა, პრაქტიკულად, "მოდაში შემოიღო" თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთონ პრეზენტაციები თუ სად დგანან და რას აკეთებენ ვეტერანებისათვის."- აღნიშნა "საქართველოს გენერალთა კლუბის" აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურაზ ლორიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, უწყების მრჩეველთა საბჭოს წევრები, სამსახურთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა