logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა
ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა
22:24 07.02.2020
ევროკავშირმა საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დადებითად არის შეფასებულისაქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა.დოკუმენტში განხილულია განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული სიახლეები.
ევროკავშირის მიერ პოზიტიურადარის შეფასებული სახელმწიფოს მიერ განათლების პრიორიტეტად გამოცხადება და სფეროსთვის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის უზრუნველყოფა. 2022 წლისთვის განათლებაზე დახარჯული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იქნება.

ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს, როგორც ახალგაზრდებს, ასევე, ზრდასრულებს.

დოკუმენტში ასევე პოზიტიურად არის შეფასებულისაქართველო მიღწევები ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, კერძოდ, აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს გაწევრიანდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) და დარეგისტრირდახარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრში (EQAR).

ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმატებით აგრძელებს მონაწილეობასუმაღლესი განათლების მიმართულებითErasmus+-ის პროგრამაში. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა საერთაშორისო მობილობის თვალსაზრისით და 141 მონაწილე ქვეყანას შორის მე-6 ადგილს იკავებს.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია, რომ 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ევროპული სკოლის პროექტის ფართომასშტაბიანი განხორციელება ოფიციალურად დაიწყო, რომელიც თავს მოუყრისაღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს და მათ მულტიკულტურულ გარემოზე, ევროპულ ღირებულებებზე, მშვიდობაზე, ტოლერანტობაზე, დაფუძნებულ უნიკალურ კურიკულუმს შესთავაზებს.

მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით საქართველომ დაიწყო „ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ინსტრუმენტის (Policy Support Facility, PSF) ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების თანამიმდევრული იმპლემენტაცია. რეკომენდაციები ითვალისწინებს პერსპექტიული კვლევითი სფეროების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტების განსაზღვრას; მეცნიერებისა და ბიზნესის კავშირების მხარდაჭერას; ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებასა და სამეცნიერო ინსტიტუციების, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის წახალისებას.


ანგარიშის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებიგადადგა მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, როდესაც 2019 წლის სექტემბერშიევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციის EURAXESS-ის ქსელს შეუერთდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს მიღწევა ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.

დოკუმენტში,ასევე, აღნიშნულია კულტურის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი კამპანია (საქართველო, ევროპა), რომლის მიზანია საქართველოში ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ჩვენი ქვეყნის “Europalia”-ში მონაწილეობისთვის მზადება.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულიანგარიში რიგით მეოთხე დოკუმენტია ასოცირების შეთანხმების 2016 წელს ძალაში შესვლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული ანგარიშის საფუძველზე მოხდება საქართველო-ევროკავშირის არსებული ასოცირების დღის წესრიგის განახლება მომდევნო წლებისთვის.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა