logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თსუ-ში მე-8 საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
თსუ-ში მე-8 საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
15:51 07.02.2020
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-8 საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაიმართა. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ხომერიკი, თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო დეპარატამენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ამსახველი პოსტერები. მოხსენებები წარადგინეს ფაკულტეტის რვავე დეპარტამენტის (მათემატიკის, კომპიუტერულ მეცნიერებათა, ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის) როგორც სტუდენტებმა, ასევე პროფესორებმა. პლენარულ სხდომაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულნი და გაიმართა მათი დაჯილდოების ცერემონია.

ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, „თსუ მხოლოდ სასწავლო ორგანიზაცია, ინსტიტუცია არ არის; აქ მიმდინარეობს კვლევა. მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობენ მეცნიერების განვითარებას. ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლები ბევრ საგრანტო პროეტში მონაწილეობენ, რომელშიც სერიოზულად არის წარმოჩენილი ფაკულტეტის აკადემიური და სტუდენტური პოტენციალი.“

კონფერენციაზე დეპარტამენტების მიხედვით ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულმა სტუდენტებმა პრეზენტაციები წარადგინეს. გამარჯვებულ სტუდენტებს პრიზები და სიგელები გადაეცათ.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის თქმით, „ კონფერენცია განვლილი წლის ერთგვარი საანგარიშო სესიაა, სადაც მოხსენებები გააკეთეს დეპარტამენტების პროფესოორებმა, ასევე წარმატებულმა სტუდენტებმა. პლენარულ სხდომაზე შედეგები აღვნუსხეთ და შევაჯამეთ. სტუდენტებს ეს გამოცდილება გამოადგებათ, ხოლო ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს ექნებათ საშუალება გაეცნონ- თუ რა ხდება საინტერესო სხვა მომიჯნავე დარგებში.“

„ჩვენი წარდგენილი პროექტი ეხება საქართველოში მტვერზე დაკვირვებას. ვინაიდან ამ კუთხით ჩვენთან არასახარბიელო სტატისტიკაა, ვცდილობთ რომ შევცვალოთ სიტუაცია გარკვეული მიზნებითა და ამოცანებით. ინჟინერია არის და ყოველთვის იქნება ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა გამარჯვებულმა კონკურსანტმა, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტმა გიორგი კორკოტაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა