კობი-გუდაურის (ფოსტის) მონაკვეთზე, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
11:25 07.02.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით,
ინტენსიური თოვის და ძლიერი ქარის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის (ფოსტის) მონაკვეთზე, ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.