logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში განათლების რეფორმის განსახორციელებლად USAID-მა ახალი 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი დაიწყო
საქართველოში განათლების რეფორმის განსახორციელებლად USAID-მა ახალი 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი დაიწყო
16:31 05.02.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოში 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ზოგადი და უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ამერიკის შეერთებული შტატების მისია საქართველოში: „აშშ და საქართველო ადასტურებენ ერთობლივ ძალისხმევას განათლების სისტემის გასაძლიერებლად. საქართველოში დაწყებითი განათლების განვითარების ხელშესაწყობად USAID-მა ახალი, 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი „წინსვლა“ დაიწყო. პროექტი მხარს დაუჭერს „ახალი სკოლის მოდელის“ რეფორმის განხორციელებას, რომელიც დაწყებით კლასებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას. როგორც სამინისტროს „ახალი სკოლის მოდელის“ რეფორმა, ასევე USAID-ის ახალი პროექტი მოწოდებულია მოსწავლეებში განავითაროს ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. USAID-ის პროგრამა კითხვისა და მათემატიკის სწავლებით მიაღწევს ამ უნარების განვითარებას I-VI კლასის მოსწავლეებში. პროგრამა ასევე გააძლიერებს ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორიცაა უნივესიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა მომავალში მათ დამოუკიდებლად შეძლონ მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიკის სწავლება.

აშშ-ის საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, თანადაფინანსების კუთხით.

ჩვენ მადლიერები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი მხარს უჭერს ფულბრაიტის პროგრამას, რის შედეგადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართველი სტუდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

ჩვენ ასევე ველით ფულბრაიტის ინგლისურის მასწავლებლის ასისტენტის პროგრამის შესაძლო გაფართოებას, რომელიც სულ მალე მიიღებს საბოლოო სახეს. ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქართველ პარტნიორებათან ერთად, რათა განვიხილოთ სხვა შესაძლებლობები ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად.“
თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში USAID-ის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. მხარეებმა პროექტის განვითარების ეტაპები განიხილეს, რომელსაც ორგანიზაცია Research Triangle Institute (RTI) განახორციელებს. პროექტი განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და საჯარო სკოლებში „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს.

USAID-ის ახალი პროექტი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 2024 წლისათვის საჯარო სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემო ჩამოყალიბდება და გაუმჯობესდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა