logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იმსახურებდეს სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას, არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა
ანრი ოხანაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იმსახურებდეს სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას, არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა
16:29 05.02.2020
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ზუსტად ინფორმაცია, როგორ ხდება სოციალური დახმარების დანიშვნა, რა მეთოდოლოგია არსებობს ამისთვის, რა გეგმები გაქვთ თქვენ შემდგომში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ის ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იმსახურებდეს სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვას, არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ყურადღების მიღმა, არ იქნეს არც ერთი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

ანრი ოხანაშვილმა მინისტრს მიმართა დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების მეთოდოლოგიასთან, შემწეობის დანიშვნის სისტემასთან და იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რაც აღნიშნული მიმართულებით არის დაგეგმილი, რათა აღარ მოხდეს პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემით მანიპულირება.

„აქ საუბარი იყო სოციალური დახმარების მეთოდოლოგიაზე, შემწეობის გადასინჯვა თუ იგეგმება კიდევ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით. თქვენ ასევე ახსენეთ და თქვით, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება. თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა სისტემა ფუნქციონირებს. აქ ბევრი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, ტრაგედიით მანიპულირებს და არ ერიდებიან ტელევიზიაში საუბარს იმაზე, რომ თითქოს ტელევიზორის გამო ვინმეს უხსნიან დახმარებას, მკაფიოდ და ზუსტად ავუხსნათ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ასე არ არის“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა