საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა
და განათლების ცენტრის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (ARDA) - თან თანამშრომლობით სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი.
ტრენინგი მოიცავდა გარემოსდაცვით საკითხებს. ტრენინგს ატარებდნენ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა გარემოსდაცვითი დეპარტამენტი და სსიპ-ის წარმომადგენლები. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა ცხელი ხაზის 24 თანამშრომელი.

















