logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და IBA-ს შორის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
საქართველში პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და IBA-ს შორის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა
21:10 31.01.2020
სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის მეშვეობით სამკურნალო საშუალებების მსოფლიოს წამყვან მომწოდებელს IBA-სა და ფონდ „ქართუ“-ს შორის ბელგიის ქალაქ ლუვენ-ლა-ნევში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს პირველი ადრონული თერაპიის ცენტრის შესაქმნელად. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

"Proteus®ONE" დანადგართან დაკავშირებული ხელშეკრულება საქართველოს უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუ"-ს დაფინანსებით გაფორმდა.

ხელშეკრულება მოიცავს კლინიკურ დანადგარ "Proteus®ONE"-ს და დამატებით ციკლოტრონს, რომელიც ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე დამონტაჟდება. პირველი პაციენტის მიღება 2024 წლიდანაა ნავარაუდევი.

ხელშეკრულება ასევე მოიცავს შეთანხმებას ოპერირების და ტექნიკური მომსახურების შესახებ. ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებასთან ერთად, "Proteus®ONE" დანადგარის ტიპიური, საბოლოო მომხმარებლის საფასური 35-40 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც IBA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივიე ლეგრენმა განაცხადა, "პროტონული თერაპიის საქართველოში შემოტანის მიზნით ფონდ "ქართუ"-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ზრდის პროტონული თერაპიის ხელმისაწვდომობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამავდროულად ახდენს IBA-ს მიერ შემოთავაზებული პროდუქტის მიმზიდველობის დემონსტრირებას.

IBA-ს დანადგარი "Proteus®ONE" ინტენსივობის მოდულირებული პროტონული თერაპიის (IMPT) უნიკალურ და ჭეშმარიტად კომპაქტურ სისტემას წარმოადგენს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტი საავადმყოფო ირჩევს, სხვა მიზეზებთან ერთად - მისი გახსნილი სტრუქტურის და სწრაფი დამონტაჟების გამო. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობას ფონდ "ქართუ"-სთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიმსივნური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის პროტონული თერაპიის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ისევე როგორც პროტონული თერაპიის დარგში ისეთი მოდალობების მეტი კვლევის უზრუნველსაყოფად, როგორიცაა "FLASH" დასხივება და "ARC" თერაპია" - განაცხადა ოლივიე ლენგრენმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის თქმით, პროტონული თერაპია რადიოთერაპიის საუკეთესო ფორმად მიიჩნევა და კიბოს მრავალი ნაირსახეობის უკეთესი მკურნალობის საშუალებას წარმოადგენს.

„მოხარული ვართ, რომ IBA-სთან პარტნიორობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის სახით, საქართველოში შემოგვაქვს პროტონული თერაპია. IBA -ს ტექნიკური აღჭურვილობის უნიკალური კონფიგურაცია, დამატებით ციკლოტრონთან ერთად, პრაქტიკული გამოყენების ფართო სპექტრს გვთავაზობს, რის შედეგადაც ჩვენ მოგვეცემა საშუალება, დავიკავოთ ცენტრალური პოზიცია პროტონული თერაპიის განვითარებასა და კვლევაში. ეს კი იდეალურად ესადაგება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისიას. ამასთან ერთად, ჩვენს პაციენტებს შეეძლებათ სახლთან ახლოს მიიღონ მკურნალობა, რომელიც აქამდე რეგიონში ხელმისაწვდომი არ იყო." - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

IBA გლობალური სამედიცინო დანადგარებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია სიმსივნური დაავადებების დიაგნოზირება-მკურნალობისთვის განკუთვნილი, ინტეგრირებული და ინოვაციური საშუალებების მოწოდებაში. კომპანია მსოფლიო ტექნოლოგიის ლიდერია პროტონული თერაპიის სფეროში, რაც დღეს-დღეობით ხელმისაწვდომი სხივური თერაპიის მოწინავე ნაირსახეობად ითვლება. IBA -ს პროტონული თერაპიის საშუალებები მოქნილი და ადაპტირებადი სახისაა. შედეგად, კომპანიის კლიენტებს შეუძლიათ აირჩიონ უნივერსალური, სრულმასშტაბიანი ადრონულირ თერაპიის ცენტრი, ისევე როგორც კომპაქტური, ერთოთახიანი საშუალებები. გარდა ამისა, IBA-ს ასევე გააჩნია რადიაციის დოზიმეტრიის ბიზნესი და ის ასევე ეწევა ნაწილაკების ამაჩქარებლების შემუშავებას სამედიცინო სამყაროსა და ინდუსტრიისათვის. IBA-ს სათაო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. კომპანიაში დაახლოებით 1,400 ადამიანია დასაქმებული. IBA-ს თავისი სისტემები მთელს მსოფლიოში აქვს დამონტაჟებული."

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" საქართველოს უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ და დაფინანსებულ ფონდ "ქართუ"-ს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ პროექტების ფართო სპექტრი აქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება ბოლო 20 წლის განმავლობაში 3 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ქუთაისის ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი "ქართუ"-ს მიერაა წამოწყებული. უნივერსიტეტი 153 ჰექტარზე განლაგებულ, სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ობიექტებს მოიცავს. კამპუსი, პროტონული თერაპიის ცენტრთან ერთად, 1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას წარმოადგენს. ის ფონდ "ქართუ"-ს მიერ წამოწყებულ და დაფინანსებულ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტთა შორის ერთ-ერთი უმსხვილესია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა