logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს ავტორიზაციისთვის რესურსებით გააძლიერებს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს ავტორიზაციისთვის რესურსებით გააძლიერებს
18:09 30.01.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლების დირექტორებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით არსებული სიახლეები გააცნო. „ზოგადი განათლების კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონპროექტის თანახმად, სკოლების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად 2026-2027 წლამდე დასრულდება.

ეკა დგებუაძე: „ჩვენ გინდა უფრო ხარისხიანი, ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემო მოსწავლეებისთვის. ჩვენი მიზანია, შევქმნათ სტანდარტები, რომლებიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამ მიმართულებთ გვჭირდება მუშაობა საჯარო სკოლებთან, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ადამიანური და მატერიალური რესურსების განვითარების მიმართულებით.“

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია საჯარო სკოლების ავტორიზაციის ვადების გადაწევა. 2026-2027 სასწავლო წლიდან ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტით განხორციელდება, რომელიც საქართველოს ყველა საჯარო სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს. თავის მხრივ, სამინისტრო საჯარო სკოლებს ავტორიზაციისთვის ყველა რესურსით გააძლიერებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ზოგადი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმით, რაც საჯარო სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინფრასტრუქტურულად გამართული გარემოს შექმნას გულისხმობს. ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც მოიაზრებს როგორც საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, სწავლა-სწავლების პროცესში ახალი, თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

ამ ეტაპზე „ახალი სკოლის მოდელი“ 165 საჯარო სკოლაში ხორციელდება. 2020-2021 სასწავლო წლიდან იგი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას შეეხება. ზოგადი განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის ყველა საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები დაკმაყოფილდება და სასწავლო პროცესში სწავლა-სწავლების ახალი მიდგომები სრულად დაინერგება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა