logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალი სკოლის მოდელში“ სახელოვნებო განათლების პროექტის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
„ახალი სკოლის მოდელში“ სახელოვნებო განათლების პროექტის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
13:35 28.01.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელში“ არაფორმალური სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროექტის „სკოლა მუზეუმში“ შესახებ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროგრამის მასშტაბის გაფართოების მიზნით ორმხირივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, განიხილეს არაფორმალური განათლების მიმართულებით არსებული გამოცდილება, მიღწევები, გამოწვევები და განხორციელებული პროგრამები.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლების მონაწილეობა სხვადასხვა არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში უფრო საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მუზეუმების წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და კონკრეტული საკითხების განსახილველად სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება არაფორმალური სახელოვნებო განათლების პროექტი „ხელოვნება სკოლაში“, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებისა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების მიზნით შეიქმნა. იგი კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს:

„სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის სამუზეუმო ექსპონატები საგანგებოდ ირჩევა და ისინი სამ მუზეუმში ხორციელდება: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში ღია ცის ქვეშ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა