logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა
ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა
17:15 24.01.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა ღვინის ევროპული ასოციაციის ITER VITIS-ის პრეზიდენტს ემანუელა პანკეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ღვინის ევროპულ მარშრუტში გაწევრიანებაზე ისაუბრეს. ლევან ხარატიშვილმა ემანუელა პანკეს ქართველი სტუდენტების იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირების შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

2019 წლის ზაფხულში, ღვინის ევროპული ასოციაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ქართველმა სტუდენტებმა იტალიის მეღვინეობის კერებზე სტაჟირება გაიარეს. პროექტი ასევე განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით.

საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, ღვინის ევროპული მარშრუტში, საპატიო ადგილი 2017 წლიდან უკავია, ლათინური სახელით ITER-VITIS (ვაზის მოგზაურობა). მარშრუტის მიზანია, დაიცვას ღვინის ბიო მრავალფეროვნება, ხაზი გაუსვას მის უნიკალურობას დღევანდელ გლობალურ სამყაროში, ხელი შეუწყოს ღვინის მატერიალური და არამატერიალური კულტურის განვითარებას. ქართული ღვინის ისტორია ITER-VITIS მარშრუტში მრავალფეროვანი კულტურითაა წარმოდგენილი, მათ შორის: ვენახებით, მეღვინეობებითა და ღვინის ქარხნებით, ასევე ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობით, როგორიცაა ეკლესია-მონასტრებით, მუზეუმებითა თუ არქეოლოგიური ძეგლებით. საქართველოდან აღნიშნულ მარშრუტში გაწევრიანებულია ღვინის ტურიზმის ასოციაცია.

აღსანიშვანია, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება საქართველოში Iter Vitis-ის ქსელის გაფართოება. ამ მიზნით იქმნება „ასოციაცია ITER VITIS Georgia-Caucasus“.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ITER VITIS -ის სამეცნიერო საბჭოს წევრი თამარ ქობლიანიძე, სიცილიაში ITER VITIS -ის ერთკვირიან სტაჟირებაზე მყოფი სტუდენტები და „ასოციაცია ITER VITIS Georgia-Caucasus“ –ის დამფუძნებლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა