logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თსუ-ში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა
თსუ-ში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა
16:22 23.01.2020
120-ზე მეტი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი განიხილავს ევროპულ უნივერსიტეტებში სადოქტორო განათლების კვლევების შედეგებსა და სამომავლო გეგმებს ვორქშოფზე, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ისტორიაში პირველად, ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში იმართება.

ასოციაციის შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გდებუაძე დაესწრნენ.

„ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები, ვიცე-რექტორები, სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები მონაწილეობენ სამდღიან ღონინისძიებაში, რომლის მთავარი თემა აკადემიური საქმიანობაა - როგორ უნდა გააგრძელონ სამეცნიერო საქმიანობა, როგორ უნდა განვითარდეს მათი კარიერა, როგორი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო სივრცეში. საქართველო ამ სივრცის სრულუფლებიანი წევრია. ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მათ შორის, ვიმედოვნებ, საქართველოში ბევრი უმაღლესი სკოლისთვის მისაღები იქნება სადოქტორო სტრუქტურირებული სკოლის შექმნა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

შეხვედრაზე სადოქტორო განათლებაში არსებულ ევროპულ ტენდენციებს, სამომავლო გამოწვევებსა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარების გზებს განიხილავენ. „ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უნივერსიტეტებისთვის, ასევე მთლიანად განათლების სისტემისთვის. პირველად მასპინძლობს ქართული უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ერთმანეთში გაცვლიან იმ თანამედროვე მეთოდოლოგიას და პროგრამებს, რომელსაც თავიანთ უნივერსიტეტებში ახორციელებენ,“- აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გდებუაძემ.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ასოციაციის სადოქტორო სწავლების საბჭოს თავმჯდომარის მარტინ რაიეს თქმით, „ვორკშოპი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. სამუშაო შეხვედრა შეეხება როგორც დოქტორანტურის სტუდენტებს, ასევე, ზოგადად, უმაღლესი განათლების ამ საფეხურის განვითარებას. ამდენად, მნიშვნელოვანია იგი როგორც აკადემიური საზოგადოებისთვის, ასევე შრომის ბაზრისთვის.“

„დღევანდელი შეხვედრის მიზანს არ წარმოადგენენ, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტები, ჩვენ ვსაუბრობთ ასევე სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელებზე, მათ როლზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებსა და მათ განვითარებაში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრები იქნება ნაყოფიერი, როგორც ქართველი, ისე ევროპელი სტუდენტებისთვის,“- განაცხადა აღმოსავლეთ პიემონტის (იტალია) უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების სამსახურის წარმომადგენელმა ლუიჯი პანზამ.

EUA-CDE წლიური შეხვედრა დოქტორანტურის საფეხურზე სწავლების ყველაზე მასშტაბური და ყოვლისმომცველი ევროპული შეკრებაა, რომელიც დოქტორანტურაში მიმდინარე ტენდენციებს და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ეს არის ახალი პარტნიორობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო განათლების შესახებ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლების სემინარები და ვორქშოფები ხვალ დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა