logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი შარვაშიძე: ჯერ თქვეს, რომ საერთოდ არ მაქვს დისერტაცია დაცული, შემდეგ, რომ დოქტორის დიპლომი არ იყო ნამდვილი
გიორგი შარვაშიძე: ჯერ თქვეს, რომ საერთოდ არ მაქვს დისერტაცია დაცული, შემდეგ, რომ დოქტორის დიპლომი არ იყო ნამდვილი
21:40 22.01.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გამოეხმაურა სოციალური ქსელით გამოთქმულ ბრალდებებს მის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ადგილი აქვს ციფრებით, პროცენტებით და ტერმინებით მანიპულირებას. როგორც რექტორმა აღნიშნა, დისკრედიტაციის მცდელობა ამ თემით არ დაწყებულა. „ჯერ თქვეს, რომ საერთოდ არ მაქვს დისერტაცია დაცული, შემდეგ, რომ დოქტორის დიპლომი არ იყო ნამდვილი. ხარისხის ცენტრიდან ავიღეთ დასკვნა, რომ დისერტაცია ნამდვილად არის დაცული თემაზე, რომელიც შეეხებოდა უმაღლესი განათლების სტრუქტურულ რეფორმებს საქართველოში და კერძო უმაღლეს განათლებას; და კიდევ, დისერტაცია არა 2003 წელს, არამედ 2005 წელს დავიცავი “-განაცხადა რექტორმა.

მისი თქმით, სადისერტაციო ნაშრომი პლაგიატის დამდგენ პროგრამებში „Turnitin“ და „Urkund“ გატარდა. „პირველ შემთხვევაში დაფიქსირდა პლაგიატის 8% და თან განმარტებულია, თუ რა არის ეს დამთხვევა და მითითებულია წყაროები, ხოლო Urkund“-მა 0%-იანი დამთხვევა აჩვენა. ამ დასკვნას რამდენიმე ექსპერტი აწერს ხელს. თუ რაზე აკეთებენ აპელირებას ჩვენი ოპონენტები, როცა აფიქსირებენ 34 %-იანი დამთხვევას, ვერ გეტყვით, ეს თავად მათ ჰკითხეთ,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ რექტორის განმარტავს, რომ პლაგიატი გულისხმობს დაზარალებულსაც. „ვისი უფლებები შეილახა? საუბარია პარლამენტის დადგენილებაზე, რომლის შემუშავებაზე მუშაობდა ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით. დისერტაციაში მოხსენიებულია ეს ჯგუფიც, მისი თითოეული წევრი. თუმცა, არ არის მითითებული სქოლიოში. ასეთი ვალდებულება კი არ არსებობს, რადგან პარლამენტის დადგენილების, როგორც სხვა საკანონმდებლო აქტების სტატიაში, დისერტაციაში გამოყენებისას ეს სავალდებულო არაა. ასე, რომ ეს პლაგიატი არ არის.“
გიორგი შარვაშიძის თქმით, არ არსებობს ადამიანი, ვისი საავტორო უფლებებიც შეილახა, „თუმცა, მოვუწოდებ ყველას, ვინც თვლის, რომ მისი საავტორო უფლებებია დარღვეული და ჩაგრულად გრძნობს თავს, აუცილებლად მიმართოს სასამართლოს. შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალია სამართლებრივი გზა“-აღნიშნა მან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა