logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში 2020 წლიდან ახალი პროგრამა ამოქმედდება
ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში 2020 წლიდან ახალი პროგრამა ამოქმედდება
16:04 22.01.2020
საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი 50$ მლნ საინვესტიციო პროექტს განახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას უკეთესი დასაქმებისა და მომავალი წარმატებისთვის.

პროგრამა „უნარები უკეთესი დასაქმებისათვის“ (Skills for Better Jobs Sector Development Program) აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად შემუშავდება და მისი განხორციელება 2020 წლის ბოლოს დაიწყება. პროგრამა ორიენტირებული იქნება განათლების სექტორში უნარების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და სხვადასხვა მექანიზმებით კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე განათლების სისტემაში.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია - ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული უნარების განვითარება და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სისტემური მიდგომის დანერგვა. განსაკუთრებული აქცენტი პროგრამის ფარგლებში, რეგიონულ დაფარვასა და სისტემის ინკლუზიურობაზე გაკეთდება.

დღეს, პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, პროფესიული სასწავლებლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აზიის განვითარების ბანკმა ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა პროგრამის მოსამზადებელი ეტაპების, პროგრამის მიზნებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი მიმართულებების თაობაზე. პროექტის დეტალური დიზაინის შემუშავება 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება და ის 2020 წლის ბოლოს ამოქმედდება.

პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობასა და როლზე მოხსენება, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინა აბულაძემ წარმოადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა